უარი არაბულ გუნდს — ესპანური გამოცემა რობერტ ლევანდოვსკის შესახებ წერს

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundodeportivo წერს ალ ჰილალი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს.
არაბულ გუნდს პოლონელის გადაბირება ამ თვეშივე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. თუმცა ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ლევანდოვსკი ამ შეთავაზებით არ არის დაინტერესებული და ის ბარსელონაში დარჩენას სეზონის ბოლომდე გეგმავს.
ბარსელონას ფორვარდს, კატალონიელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, როგორც ცნობილია პოლონელი და მისი აგენტი პინი ზაჰავისი MLS-ის კლუბ ჩიკაგო ფაირსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში შესაძლოა ფეხბურთელი MLS-ში ვიხილოთ.



