ავტორიზაცია

უარი რონალდუს ალ ნასრს - ბუნდესლიგის ვარსკვლავი ასტონ ვილაში წამოვიდა

უარი რონალდუს ალ ნასრს - ბუნდესლიგის ვარსკვლავი ასტონ ვილაში წამოვიდა
თარიღი 20 ივლ 2023, 22:12
„ბაიერ ლევერკუზენის“ ფრანგი შემტევი მუსა დიაბი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, დიაბიმ საუდის არაბულ „ალ ნასრსა“ და „ასტონ ვილას“ შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა, რადგან პრემიერ ლიგაში მოისურვა თამაში.

„ვილა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლევერკუზენს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდის.

უახლოეს საათებში, დიაბი ინგლისში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბირმინგემელებთან კონტრაქტსაც გააფორმებს.