ავტორიზაცია

უარი საუდის კლუბებს ლუის დიასი ევროპაში დარჩება

უარი საუდის კლუბებს ლუის დიასი ევროპაში დარჩება
თარიღი 17 Feb 2025, 17:31
ლივერპულის თავდამსხმელმა ლუის დიასმა  შეთავაზებები მიიღო საუდის არაბეთის კლუბებისგან, მაგრამ უარით გაისტუმრა ისინი.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის კოლუმბიელის ოცნება ბარსელონაში თამაშია, რომელიც მოთამაშეს ყურადღებით აკვირდება. დიასის კონტრაქტი "ლივერპულთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, პოტენციური ტრანსფერი შესაძლებელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს 

დიასმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლუის დიასის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროდ ფასდება.