ავტორიზაცია

უდიდესი დანაკლისი ჩემპიონთა ლიგის წინ — პსჟ-მ ტრავმის გამო დაცვის ლიდერი დაკარგა

უდიდესი დანაკლისი ჩემპიონთა ლიგის წინ — პსჟ-მ ტრავმის გამო დაცვის ლიდერი დაკარგა
თარიღი 26 Sep 2025, 14:17
პარი სენ-ჟერმენმა ტრავმის გამო დაცვის ლიდერი, მარკინიოსი დაკარგა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ბრაზილიელმა მცველმა მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. 

მარკინიოსი გამოტოვებს როგორც ლიგა 1-ის მომდევნო ტურს ოსერთან, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩს ბარსელონასთან, რაც ლუის ენრიკესთვის სერიოზული დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო პსჟ-ს რიგებს კიდევ სამი ფეხბურთელი აკლია: უსმან დემბელე, დეზირე დუე და ჟოაუ ნევეში.

ბარსელონა – პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.