ავტორიზაცია

უდიდესი მოგებები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

უდიდესი მოგებები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
თარიღი 18 სექ 2024, 18:06
გუშინ ბაიერნმა დინამო ზაგრები 9-2 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. თუ ჩემპიონთა თასსაც ავიღებთ, ბოლოს მსგავსი რამ რეალ მადრიდმა გააკეთა, როცა ვაკერ ინსბრუკი 9-1 დაამარცხა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობით მოგება არ ეკუთვნის. 2007 წლის 6 ნოემბერს ლივერპულმა თურქულ ბეშიქთაშს 8 გოლი გაუტანა, 2015 წელს კი რეალ მადრიდმა მალმიო ასევე 8-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა - აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ორი უდიდესი სხვაობა სწორედ ხსენებულ შეხვედრებში დაფიქსირდა.

გთავაზობთ სხვა დიდი მოგებების სიას, რომლებიც 7-ბურთიანი სხვაობებით დასრულდა:

იუვენტუსი 7-0 ოლიმპიაკოსი | 2003 წლის 10 დეკემბერი

არსენალი 7-0 სლავია პრაღა | 2007 წლის 23 ოქტომბერი

ჟილინა 0-7 მარსელი | 2010 წლის 3 ნოემბერი

ვალენსია 7-0 გენკი | 2011 წლის 23 ნოემბერი

ბაიერნი 7-0 ბაზელი | 2012 წლის 13 მარტი

ბატე 0-7 შახტარი | 2014 წლის 21 ოქტომბერი

ბაიერნი 7-0 შახტარი | 2015 წლის 11 მარტი

ბარსელონა 7-0 სელტიკი | 2016 წლის 13 სექტემბერი

მარიბორი 0-7 ლივერპული | 2017 წლის 17 ოქტომბერი 

ლივერპული 7-0 სპარტაკ მოსკოვი | 2017 6 დეკემბერი

მანჩესტერ სიტი 7-0 შალკე | 2019 წლის 12 მარტი

მანჩესტერ სიტი 7-0 ლაიფციგი | 2023 წლის 14 მარტი

ბაიერნი 9-2 დინამო ზაგრები | 2024 წლის 17 სექტემბერი