უდიდესი მოგებები ლა ლიგის ისტორიაში
The Analyst-ი ლა ლიგის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებებს იხსენებს. საინტერესოა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ორი უდიდესი მოგება ბარსელონას წინააღმდეგ მოდის.
უდიდესი მოგებები
ბილბაო 12-1 ბარსელონა - 1931 წლის 8 თებერვალი
ეს ლა ლიგის ისტორიაში ერთადერთი მატჩია, რომელშიც 11-ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა. 1936 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომამდე, ბილბაო ესპანური ფეხბურთის გრანდი იყო. იმ პერიოდში ბასკურ კლუბს ინგლისელი ფრედ პენტლანდი წვრთნიდა. 1929/30 წლების სეზონში მოპოვებული პირველი ჩემპიონობის შემდეგ, ბილბაომ პრიმერა დივიზიონი მომდევნო წელსაც მოიგო.
ბარსელონასთან 12-1 მოგებულ მატჩში ბატამ 7 გოლი გაიტანა - ის ლა ლიგის ისტორიაშიპირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, ეს შედეგუ ლასლო კუბალამ გაიმეორა (1952 წელს).
1 გოლი გილიერმო გოროსტისამაც შეაგდო, რომელსაც ლა ლიგის ისტორიაში ბარსელონასთვის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 24.
1 გოლი გილიერმო გოროსტისამაც შეაგდო, რომელსაც ლა ლიგის ისტორიაში ბარსელონასთვის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 24.
სევილია 1940-იან წლებში
სევილია ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა, 1945/46 წლებში. თუმცა, მანამდე ისტორიაში ორი ერთ-ერთი უდიდესი მოგებით შევიდა.
სევილიამ ზედიზედ ორი სეზონის პირველ მატჩში 10-ბურთიანი სხვაობით მოიგო: 1940 წლის 29 სექტემბერს 11-1 ბარსელონასთან და თითქმის ზუსტად 1 წლის შემდეგ, 1941 წლის 28 სექტემბერს 10-0 ოვიედოსთან.
ისევ ბილბაო
ისევ ბილბაო
1940-იან წლებში, კერძოდ, 1942/43 წლების სეზონში ბილბაო ჩემპიონი კვლავ გახდა. ამ მიღწევამდე 1 სეზონით ადრე, ატლეტიკმა დიდი ანგარიშით კიდევ ერთხელ მოიგო და 1942 წლის იანვარში სელტა 10-0 დაამარცხა, 1950 წელს კი ლეიდასაც ამავე ანგარიშით მოუგო.
ორივე შეხვედრაში ლეგენდარული ტელმო სარა მონაწილეობდა. მან სელტაას 4 გოლი გაუტანა, ლეიდას კი - 6. 1950/51 წლების სეზონში სარა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 38 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგი 1989/90 წლების სეზონამდე არავის ჰქონია - ხსენებულ სეზონში 38 გოლი უგო სანჩესმა შეაგდო, მოგვიანებით კი ლიონელ მესიმ (ორჯერ), კრიშტიანუ რონალდუმ (ორჯერ) და ლუის სუარესმა ამაზე მეტიც გაიტანეს.
უდიდესი მოგებები გასვლაზე
როგორც ვთქვით, ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით ბარსელონამ წააგო, თანაც ორჯერ, თუმცა გასვლაზე მოპოვებული 4 ყველაზე დიდი გამარჯვებიდან ოთხივე ბარსაზე მოდის - ოთხივეჯერ 8-0.
პირველი შემთხვევა 1959 წელს დაფიქსირდა. ელენიო ერერას მიერ გაწვრთნილმა "ბლაუგრანამ" ლუის სუარეს მირამონტესის ჰეთ-თრიქის დახმარებით 1959 წლის 25 ოქტომბერს ლას პალმასი 8-0 გაანადგურა. ეს მოგება ბარსას ზედიზედ მე-2 ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
2010 წლის 20 ნოემბერს ბარსელონამ 8-0 ალმერია დაამარცხა და საინტერესოა, რომ ამ მატჩიდან 9 დღეში რეალ მადრიდი 5-0 გაანადგურა.
ბარსამ ბოლო ორი 8-0 მოგება აქტივში ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის დროს ჩაიწერა. 2015 წლის მაისში, ლა ლიგის 25-ე ტურში, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" კორდობა არ დაინდეს, 2016 წლის აპრილში კი იგივე, დეპორტივო ლა კორუნიას დამართეს. კორდობასთან ლუის სუარესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, დეპორი კი პოკერით "დასაჩუქრა". ურუგვაელი 2015/16 წლების სეზონში 40 გოლით ბომბარდირიც გახდა.
უდიდესი მოგებები ამ საუკუნეში
ოთხი 8-0-დან ბარსელონამ სამი სწორედ ამ საუკუნეში მოიპოვა და პლუს, 2011 წელს ამავე ანგარიშით კამპ ნოუზე ოსასუნაც დაამარცხა.
ამასთან, 2015 წლის 5 აპრილს რეალ მადრიდმა გრანადა 9-1 გაანადგურა, იმავე წლის 20 დეკემბერს კი რაიო ვალიეკანოს 10-2 მოუგო.