უდინეზე მზად არის დე პაულს ფასი დააკლოს, რომელსაც მსურველთა რიგი უდგას

"უდინეზე" მზად არის ნახევარმცველ როდრიგო დე პაულს ფასი დააკლოს, წერს Sky Sport Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზად არის 26 წლის არგენტინელი 30-35 მილიონ ევროდ გაყიდოს.
აქამდე, უდინური კლუბი დაახლოებით 40 მილიონს ითხოვდა. როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ინტერი", "რომა", "იუვენტუსი", "ნაპოლი", "მილანი", "ლიდსი" და "ზენიტი" ინტერესდებიან.
2020/21 წლების სეზონში დე პაულმა "უდინეზეს" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.