უდინეზემ გრანდებს დე პაულის ფასი შეუთვალა
"უდინეზე" მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული გაყიდოს.
27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბი 40 მილიონ ევროს ითხოვს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
არგენტინელის დამატების მთავარი პრეტენდენტი "ატლეტიკოა". აგრეთვე, მისდამი ინტერესს "მილანი" და "იუვენტუსი" იჩენენ.
დე პაულმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.