უდინეზეს შემტევით ორი გრანდი ინტერესდება

იტალიური გრანდები ყურადღებით აკვირდებიან უდინეზეს იტალიელ თავდამსხმელს, ლორენცო ლუკას. ინტერი და რომა - ეს ორი გუნდი ამ წუთისთვის ყველაზე ახლოს არის მოთამაშის დამატებასთან. როგორც იწერება, დედაქალაქური გუნდი მზადაა, დიდი თანხაც გადაიხადოს იტალიის ნაკრების შემტევში.
ზაფხულში შეძენილი არტიომ დოვბიკი დიდად ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 11 გოლით გამოიჩინა თავი და სწორედ ამ მიზეზის გამო, რომას ლუკას დამატება სურს. არ დავივიწყოთ სიმონე იძაგის ინტერი, რომელიც მეჰდი ტარემის შემცვლელს ეძებს - ირანელმა ვერ მოიკიდა ფეხი იტალიაში და დიდი შანსია, ინტერმა ის გაასხვისოს.
ლუკას სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ლორენცოს აქტივში 31 ჩატარებული შეხვედრა და 11 საგოლე მოქმედებაა.