უეფა ერიქსენის მდგომარეობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დანიის ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა დასტაბილურდა, იტყობინება უეფას პრესსამსახური.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დანიის ფეხბურთის ფედერაციაც:
"კრისტიან ერიქსენმა გაიღვიძა და შემდგომ გამოკვლევებს გადის".
როგორც აღინიშნება, 29 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.
აღნიშნული დაპირისპირების 43-ე წუთზე, დანიელთა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
ერიქსენმა სტადიონი გონზე მოსულმა დატოვა, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს