უეფამ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
გერმანული „ბაიერ ლევერკუზენის“ შემტევი მუსა დიაბი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ფრანგმა შემტევმა „ბეტისთან“ მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 4:0 იმარჯვა.
გამოკითხვაში დიაბიმ „ვესტ ჰემის“ საიდ ბენრაჰმა, „ლიონის“ ისლამ სლიმანი და „ბრაგას“ რიკარდო ორტა ჩამოიტოვა.