უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა - ოსასუნა კონფერენც ლიგაზე დაუშვეს
„ოსასუნა“ 2023/24-სეზონის კონფერენც ლიგაზე მონაწილეობას შეძლებს.
ივნისში, უეფას ინსპექტორებმა „ოსასუნას“ ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ამის მიზეზად კი 2013/14-სეზონში ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობა სახელდებოდა.
კლუბმა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი მიიღო, თუმცა არ დანებდა და საკითხი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმის განხილვის შედეგად, უეფამ დაადგინა, რომ „ოსასუნა“ 10 წლის წინ მომხდარ საქმეში უბრალოდ მსხვერპლი იყო და კლუბს კონფერენც ლიგაში მონაწილეობის უფლება დართო.
თავის მხრივ, უეფამ „ოსასუნას“ წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე გახსნა იმის გამო, რომ კლუბმა საქმის გარჩევა საარბიტრაჟო სასამართლომდე მიიტანა. ორგანიზაცია კლუბს ფულადად დააჯარიმებს, თუმცა ეს კონფერენც ლიგაში მონაწილეობაზე არ აისახება.
ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას პამპლონური კლუბი აღარ აპირებს.