ავტორიზაცია

უეფამ მიუნხენს ალიანც არენას ლგბტ-მოძრაობის ფერებში განათება აუკრძალა! ბარსელონამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა

უეფამ მიუნხენს ალიანც არენას ლგბტ-მოძრაობის ფერებში განათება აუკრძალა! ბარსელონამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა
თარიღი 22 Jun 2021, 16:56

უეფამ გერმანიის სურვილი უარით გაისტუმრა.

მიუნხენის მერს, დიტერ რაიტერს სურდა, რომ ევრო 2020-ს მატჩის, გერმანია - უნგრეთის დროს, სტადიონი „ალიანც არენა“ „ლგბტ-მოძრაობის“ ფერებში ყოფილიყო განათებული. ასეთი თხოვნით მან უეფას მიმართა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.

„უეფა არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკისა და რელიგიის საკითხებისგან შორს იჭერს თავს და თავისი დებულების მიხედვით იქცევა.

ამ მოთხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს კი, უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იყო მიმართული, უეფა იძულებულია, ეს მოთხოვნა უარით გაისტუმროს.“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, უეფამ მიუნხენის მთავრობას შესთავაზა, რომ ლგბტ-მოძრაობის ფერებში სტადიონი 28 ივნისს, Christopher Street Day-ზე გაანათოს. ამ დღეს, ლგბტ მოძრაობა აღლუმს და ფესტივალს მართავს. ასევე, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 3-დან 9 ივლისამდე, როცა მიუნხენში პრაიდის კვირეული გაიმართება.

საინტერესოა, რომ ზოგმა კლუბმა უეფას ეს გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა - კერძოდ, „ბარსელონამ“ სოციალურ ქსელში საკუთარი გუნდის ლოგო ლგბტ-მოძრაობის ცისარტყელის ფერებში ჩასვა და პოსტს წარწერაც დაურთო: „სიამაყე და პატივისცემა.“

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს მატჩი გერმანია - უნგრეთი ხვალ, 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.