ავტორიზაცია

უეინ რუნი თავის ახალ გუნდში ორ მანჩესტერელს ეპატიჟება

უეინ რუნი თავის ახალ გუნდში ორ მანჩესტერელს ეპატიჟება
თარიღი 17 Jul 2022, 13:39

უეინ რუნის, რომელმაც ახლახანს ამერიკული „დისი იუნაიტედი“ ჩაიბარა, გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის დაპატიჟება სურს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, რუნის საკუთარ გუნდში ფილ ჯონსის ხილვა სურს, რომელსაც ბოლო დროს „მანჩესტერში“ სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ ეძლევა.

რუნი და ჯონსი „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჯერ კიდევ ერთად თამაშობდნენ და ახლა მწვრთნელს სურს, ინგლისელი საკუთარ შეგირდად აქციოს.

გარდა ამისა, იწერება, რომ  უეინს გუნდში ჯესი ლინგარდის ხილვაც სურს, რომელმაც „მან იუნაიტედი“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რაც შეეხება ჯონსს, მას „მანჩესტერთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.