UFC 313 | პერეირამ ქამარი დაკარგა - ანკალაევი ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონია

ლას ვეგასში, UFC 313-ზე, ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის ქვემძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა.

ბრაზილიელმა ჩემპიონმა, ყველასთვის მოულოდნელად, რუს მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და ქამარი დაკარგა.

ეს პერეირასთვის UFC-ში მე-2 წაგებაა. ალექსი პირველად 2023 წელს, ისრაელ ადესანიასთან გამართულ რემატჩში დამარცხდა და საშუალო წონის ქამარი დაკარგა (რომელიც წინა ბრძოლაში სწორედ ნიგერიელის წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული).
ამის შემდეგ, ბრაზილიელი ქვემძიმე წონაში გადავიდა, ვაკანტური ქამარი მოიგო და ის სამჯერ დაიცვა, თუმცა დღეს ჩემპიონობა დათმო.
The moment he's been waiting for! 👏@AnkalaevM is the NEW Light Heavyweight Champion! #UFC313 pic.twitter.com/l4rtlMY8ba
— UFC (@ufc) March 9, 2025