ავტორიზაცია

უგარტე მანჩესტერის ფეხბურთელია

უგარტე მანჩესტერის ფეხბურთელია
თარიღი 27 Aug 2024, 14:07
მანჩესტერ იუნაიტედმა შეთანხმებას მიაღწია პსჟსთან, ფრანგული გუნდიდან ინგლისში სათამაშოდ ურუგვაელი საყრდენი, მანუელ უგარტე გადავა, ''ეშმაკები'' კარგახანია ცდილობდნენ, უგარტეს დამატებას და თავის საწადელს მიაღწიეს. 

ოლდ ტრაფორდის წარმომადგენელმა პარიზულ კლუბს 50 მილიონი ევრო გადაუხადა და პლუს საბონუსე სისტემაც დაამატა ამ ტრანსფერს. უგარტეს ლუის ენრიკეს ხელში სათამაშო დრო, ფაქტობრივად არ ჰქონია, ხოლო იუნაიტედში მას კაზემიროს მემკვიდრედ განიხილავენ. დიდი ალბათობით უგარტე იუნაიტედის ბოლო დანამატი იქნება ამ ზაფხულს.

შეგახსენებთ, რომ უგარტე პსჟს წინა ზაფხულს ლისაბონის სპორტინგიდან შეუერთდა. უგარტემ პსჟს შემადგენლობაში ყველა ტურნირზე, 37 თამაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ასევე ურუგვაელი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და საფრანგეთის თასის გამარჯვებულიც.