ავტორიზაცია

უიღბლო იუვენტუსი - როგორ ჩაეშალათ ტურინელებს 2017-18 წლებში მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერები?

უიღბლო იუვენტუსი - როგორ ჩაეშალათ ტურინელებს 2017-18 წლებში მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერები?
თარიღი 20 Feb 2021, 17:46
"იუვენტუსს" 2017 წელს მსოფლიოს ორი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაეშალა, იუწყება Tuttosport.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, "ბებერ ქალბატონს" თავდამსხმელების, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდება უნდოდა.

მბაპეს ტურინელთა რიგებში გადასვლა 2016 წელს შეეძლო, როცა "მონაკოში" გამოჩნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, "იუვე" მაღალმა სატრანსფერო ღირებულებამ დააფრთხო: მონაკოელებმა ახალგაზრდა ფორვარდში 50 მილიონი ევრო მოითხოვეს. 2017 წელს, მბაპე "პსჟ"-მ დაიმატა იჯარით, შემდეგ კი 180 მილიონად შეისყიდა.

ჰოლანდი უფრო ახლოს იყო ტრანსფერთან. 2017 წელს, "მოლდეს" 17 წლის ფორვარდი "იუვეს" სავარჯიშო ბაზას ეწვია, აგრეთვე საფეხბურთო მატჩსაც, რომელსაც ტურინელთა ატრიბუტებით დაესწრო. "იუვენტუსი" მზად იყო მოთხოვნილი 4 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელმა თქვა უარი. ჰოლანდს სათამაშო დროის მიღება უნდოდა და შედარებით მოკრძალებული "ზალცბურგი" აირჩია.

2018/19 წლების სეზონში "იუვემ" კვლავ სცადა ჰოლანდის ხელში ჩაგდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნორვეგიელი თავდამსხმელი 2020 წლის იანვარში "დორტმუნდში" გადავიდა.