ავტორიზაცია

უიღბლობის ისტორია გრძელდება - როისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

უიღბლობის ისტორია გრძელდება - როისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
თარიღი 10 ნოე 2022, 13:22
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი გერმანიის ეროვნულ გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაეხმარება, იუწყება Sky Sports.

როგორც ბრიტანული პრესისთვის გახდა ცნობილი, 33 წლის გარემარბი ტერფის ტრავმის გამო გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდება.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მარკომ 7 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე როისმა ორი მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები ესპანეთი, იაპონია და კოსტა რიკა იქნებიან.