ავტორიზაცია

უილიამ სალიბა არსენალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

უილიამ სალიბა არსენალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 10 ივნ 2023, 15:09
უილიამ სალიბა "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იტყობინება, რომ ლონდონურმა კლუბმა მცველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე 4 წლით შეთანხმება მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელის მიმართ არაერთმა ინგლისურმა კლუბმა გამოიჩინა ინტერესი.

გასულ სეზონში სალიბამ პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა.