ავტორიზაცია

უხვგოლიანი დრამა — არსენალმა ბორმუთი დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

უხვგოლიანი დრამა — არსენალმა ბორმუთი დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა
თარიღი 03 Jan 2026, 23:42
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერი ლონდონის არსენალი ბორნმუთს ესტუმრა და მეტოქე 3-2 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-10 წუთზე გაიხსნა — თავი ევანილსონმა გამოიჩინა და ბორნმუთი დააწინაურა. ზუსტად 6 წუთში, გაბრიელ მაგალაესმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 54-ე წუთზე, რაისმა არსენალი წინ გაიყვანა, ხოლო 71-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. 77-ე წუთზე გოლი კროუპი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა.

ბორნმუთი 2-3 არსენალი

გოლები: 1-0 ევანილსონი (10'), 1-1 გაბრიელი (16'), 1-2, 1-3 რაისი (54', 71'), 2-3 კროუპი (77')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, არსენალს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მომდევნო ტურში არტეტას გუნდი ლივერპულს უმასპინძლებს.