უხვგოლიანი ფრე პარიზში — ლუის ენრიკეს გუნდმა სტრასბურგთან ქულები დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, პარი სენ ჟერმერნმა სტრასბურგს უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში ქულები დაკარგა.
აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან დუბლი პანიჩელიმ გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი მორეირამ გაიტანა. პარიზელებიდან კი თავი ბარკოლამ, რამოშმა და მაიულუმ გამოიჩინეს.
გოლები: 1-0 ბარკოლა (6'), 1-1 პანიჩელი (26'), 1-2 მორეირა (41'), 1-3 პანიჩელი (49'), 2-3 რამოში (58'), 3-3 მაიულუ (79')
8 მატჩის შემდეგ, პსჟ 17 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერბს, ხოლო სტრასბურგი 16 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი ბრესტს ესტუმრება.