უხვგოლიანი მადრიდული დერბი — ატლეტიკომ რეალი დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ატლეტიკომ რეალი მიიღო და მეტოქე 5-2 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, მე-14 წუთზე გახსნეს — თავი ლე ნორმანმა გამოიჩინა, რასაც 25-ე და 36-ე წუთებზე მბაპეს და გიულერის გოლები მოჰყვა და რეალი წინ გავიდა. პირველი ტაიმი კომპენსირებულ დროში გოლი სორლოტმა გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ, ატლეტიკოს ფეხბურთელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და სეზონის პირველი მადრიდული დერბი მოიგეს. რეალის კარი ორჯერ ალვარესმა, ხოლო ერთხელ გრიზმანმა აიღო.
ატლეტიკო 5-2 რეალი
გოლები: 1-0 ლე ნორმანი (14'), 1-1 მბაპე (25'), 1-2 გიულერი (36'), 2-2 სორლოტი (45+3'), 3-2, 4-2 ალვარესი (51', 63'), 5-2 გრიზმანი (90+3')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ატლეტიკოს 12 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო რეალი 18 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში სამეფო კლუბი ვილიარეალს მიიღებს, ხოლო სიმეონეს გუნდი სელტას ესტუმრება.