უხვგოლიანი მატჩი თბილისში — საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში თურქეთს უმასპინძლა და 2-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-3 წუთზე თავი მულდურმა გამოიჩინა, რასაც 41-ე წუთზე აქტურკოღლუს გოლი მოჰყვა და თურქეთმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე აქტურკოღლუმ დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამამდე გაზარდა. 63-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილმა ერთი ბურთ გაქვითა, 98-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 7 სექტემბერს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.