ავტორიზაცია

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]
თარიღი 23 იან 2021, 20:17
სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

3 დღის წინ გამართულ მატჩში, „სპეციამ“ დედაქალაქელებს 4:2 მოუგო (მოგვიანებით მატჩი 3:0 გადაკეთდა, რადგან „რომამ“ ხუთის ნაცვლად ექვსი ცვლილება გამოიყენა) და მასპინძლებს რევანში წყუროდათ.

მე-17 წუთზე „რომა“ ბორხა მაიორალის გოლით დაწინაურდა, თუმცა პიკოლიმ 24-ზე წონასწორობა აღადგინა. 52-ე და 55-ე წუთზე „მგლებმა“ მაიორალისა და კარსდორპის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ფარიასმა 59-ზე და ვერდემ 90-ზე თითქოს სპეციას“ ქულა გადაურჩინეს.

მიუხედავად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლისა, „რომამ“ ყურები არ ჩამოყარა და ორ წუთში კიდევ ერთი, გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - თავი ლორენცო პელეგრინიმ გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით, „რომამ“ 37 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.