ავტორიზაცია

უკრაინა ფიფას და უეფას რუსეთზე გადაწყვეტილების გაწვევას ითხოვს და ნაკრებებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს

უკრაინა ფიფას და უეფას რუსეთზე გადაწყვეტილების გაწვევას ითხოვს და ნაკრებებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს
თარიღი 05 Oct 2023, 22:19
უკრაინა რუსული გუნდების წინააღმდეგ ბოიკოტის გამოცხადებას და ფიფასა და უეფას გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფიფას და უეფას მიმართა, რომ თავიანთი გადაწყვეტილება, რუსეთის ასაკობრივი ნაკრების შესარჩევ მატჩებში მონაწილეობაზე ნების დართვასთან დაკავშირებით, დაუყონებლივ უკან გაიწვიონ.

გარდა ამისა, უკრაინის სამინისტრო ყველა უეფას შემადგენლობაში მყოფ ასოციაციას მიმართავს, რომ რუსეთის ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგს ბოიკოტი გამოუცხადონ.

სექტემბრის ბოლოს, უეფამ რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესასრჩევში მონაწილეობის ნება დართო. გუშინ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ფიფამაც.

მიუხედავად ამისა, ინგლისის, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის და რუმინეთის ნაკრებებმა რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს.