ავტორიზაცია

უმაგრესი ამბავი! პლეიოფის ფინალს საქართველო - ლუქსემბურგის გამარჯვებული უმასპინძლებს

უმაგრესი ამბავი! პლეიოფის ფინალს საქართველო - ლუქსემბურგის გამარჯვებული უმასპინძლებს
თარიღი 23 Nov 2023, 15:30
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ამ წუთებში წილისყრა გაიმართა, რომელზეც ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გაირკვა.

წილისყრამ დაადგინა, რომ ფინალს საქართველო - ლუქსემბურგის წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ნახევარფინალში ლუქსემბურგის ბარიერს დავძლევთ, გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს "დინამო არენაზე" ვუმასპინძლებთ.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, ფინალი კი 26 მარტს გაიმართება.