უმძიმესი ტრავმა — ნაპოლიმ დაცვის ლიდერი დაკარგა

ნაპოლის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — რომასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ამირ რაჰმანი "პარტენოპეის" დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
თავიდან იყო ვარაუდი, რომ 31 წლის მცველი მხოლოდ 4 კვირამდე იუქმებდა, თუმცა ანტონიო კონტეს და ექიმების იმედები არ გამართლდა და ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. ყველაზე კარგ შემთხვევაში, კოსოვოელი ფეხბურთელი მოედანს მაისის თვეში დაუბრუნდება.

