უნაი ემერი და მისი გამორჩეული მიდგომები
ფეხბურთში არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც შეპყრობილები არიან ამ სპორტით, სწორედ ასეთია ასტონ ვილას თავკაცი უნაი ემერი. ესპანელ სპეციალისტს ხშირად წარუმატებელ ადამიანად მიიჩნევენ, არადა 52 წლის სპეციალისტმა საკმაოდ ბევრი ტიტულის მოპოვება შეძლო. ემერიმ ოთხჯერ მოახერხა ევროპის ლიგის მოგება, ასევე მოიგო საფრანგეთის ლიგა ერთი და საფრანგეთი თასი. გასაგებია, რომ არსენალში ემერი ცუდად გამოვიდა და წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არსენალს მაშინ დიდი კრიზისი ჰქონდა და მხოლოდ ემერიზე ჯოხის გადატეხა არ არის კარგი ამბავი.
ესპანელი ძალიან მაღალი დონის ტაქტიკოსია. ის მინიმალურ დეტალებსაც აკვირდება და ყოველთვის ცდილობს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს. დიდ როლს ანიჭებს მოთამაშეებთან ერთად, ტაქტიკურ ვიდეოებს და მეტოქის ზედმიწევნით განხილვას. თვითონ უნაი მეტოქის მატჩებს ორჯერ უყურებს თავიდან ბოლომდე სანამ მათ შეხვდება და კარგა აანალიზებს გუნდის სუსტ წერტილებს.
ემერის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს თავის მოთამაშეებთან. ხშირად ნახავთ, თუ როგორ ცდილობს ესპანელი გუნდის ერთად შეკრებას ან ერთად სადმე წასვლას, ხშირი აქტივობაა, პადელის თამაში, რაც უნაის საკმაოდ კარგად გამოსდის. მისი თქმით, ეს გუნდს უფრო ძლიერს ხდის შიგნიდან და ეს, ყველაფერი მოედანზე გადადის.
ემერის თავისი მიდგომა აქვს ყველა მოთამაშესთან, ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალური საუბრები აქვს და საერთო თემებზე ესაუბრება, მაგალითად პსჟში მუშაობის პერიოდში ემერი ედინსონ კავანის ხშირად მის სამშობლოზე ესაუბრებოდა. უნაი ემერი მაქსიმალისტი მწვრთნელია, ის ითხოვს 100% თავისი გუნდისგან და 101% თავისი თავისგან. ესპანელმა მოახერხა ასტონ ვილას ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა, ბირმინგემული კლუბი პრემიერ ლიგაში, რომ არ თამაშობდეს ემერის თავისუფლად ექნებოდა ჩემპიონობის შანსი პლანეტის სხვა ჩემპიონატში.
ემერის კარიერა ისე მიდის, რომ სამომავლოდ მას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს დიდ კლუბში. ემერის ამ წუთისთვის მეორე ეშელონის მწვრთნელად მიიჩნევენ, მაგრამ არის იმის, შანსი რომ უნაი ემერი კვლავ ვიხილოთ საფეხბურთო გრანდში.