უოტფორდი ბორდოს თავდამსხმელს ყიდულობს

"უოტფორდი" "ბორდოს" თავდამსხმელს, სამუელ კალუს იყიდის, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის პირობები შეათანხმეს.
ინგლისური კლუბი 24 წლის კოტდ'ივუარელის შეძენას უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.
2021/22 წლების სეზონში კალუმ "ბორდოს" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.