უოტფორდის თავდამსხმელი უდინეზეში გადავიდა

"უდინეზემ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "უოტფორდის" თავდამსხმელის, ისააკ საქსესის ტრანსფერი დაადასტურა.
როგორც აღინიშნება, 25 წლის ნიგერიელმა ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გასულ სეზონში საქსესმა ჩემპიონშიპში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.