უოტფორდმა ისმაელთან კონტრაქტი გაწყვიტა - კლუბს დროებითი მწვრთნელი ეყოლება
ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურში "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელს ვალერიენ ისმაელის "ქოვენთრი სიტისთან" მარცხი არ აპატიეს (0:1).
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი გაწყდა.
აღსანიშნავია, რომ კლუბს დროებით ტომ კლევერლი ჩაიბარებს, რომელიც კლუბის მენეჯერი და 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
კლევერლიმ საფეხბურთო კარიერა 2023 წლის პირველ ივლისს სოწრედ "უოტფორდში" დაამთავრა.