ავტორიზაცია

უპამეკანო ბაიერნის დატოვებასთან ახლოს არის — საქმეში ორი კლუბია

უპამეკანო ბაიერნის დატოვებასთან ახლოს არის — საქმეში ორი კლუბია
თარიღი 13 Nov 2025, 17:48
ახალ სეზონში მიუნხენის ბაიერნის საოცარი სვლა გრძელდება. "რეკორდმაისტერი" ამ დრომდე წაუგებელია და ყველა ტურნირზე ტოპ ფერფორმანსს აჩვენებს. ბაიერნი, რომ კარგ ფორმაშია ეს დაიო უპამეკანოს დიდი დამსახურებაცაა, რომელიც დაცვის ლიდერად იქცა. ამასობაში, ფრანგის ახალ კონტრაქტზე საუბრები არ წყდება — შეგახსენებთ, 27 წლის ცენტრალურ მცველს კლუბთან არსებული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი მის გახანგრძლივებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ამასობაში, საქმეში რეალ მადრიდი ჩაერთო, რომელიც მზადაა სეზონის ბოლოს დაიო უპამეკანოს საკმაოდ სოლიდური კონტრაქტი შესთავაზოს და კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი გიაფორმოს, თუმცა სამეფო კლუბი ერთადერთი არაა, რომელიც 27 წლის ფეხბურთელის დამატებას შეეცდება. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენის ინტერესიც რეალურია და ლუის ენრიკეს გუნდიც შეეცდება დაიო უპამეკანოს უფასოდ დამატებას.

რაც შეეხება ბაიერნის პოზიციას, ვენსან კომპანის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და როგორც ყველასთვის ცნობილია, თავად დაიო უპამეკანოც ბედნიერია გერმანიაში, თუმცა დრო მიუნხენური გრანდის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მხარეები ახალ კონტრაქტს უახლოეს 2-3 თვეში თუ არ გააფორმებენ, ფრანგი ცენტრალური მცველის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება. ზემოხსენებული კლუბების გარდა, მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.უპამეკანოს