უსეინ ბოლტი: ვფიქრობ, რონალდუ ჩემზე სწრაფია
უსეინ ბოლტმა, რომელსაც 100-მეტრიან დისტანციაზე გარბენში მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
"პორტუგალიელი ყოველდღე ვარჯიშობს. ის სუპერ ათლეტია და ყოველთვის უმაღლეს დონეზეა. კრიშტიანუ მუშაობს და ფოკუსირებულია. ვფიქრობ, რომ ახლა ის ჩემზე სწრაფია და გრძელ დისტანციაზე გამასწრებს," - განაცხადა ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა.
რონალდუ 39 წლის ასაკში ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენია, ბოლტმა კი კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში გადაწყვიტა. ფენომენალური მიღწევების გამო უსეინი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ათლეტად მიიჩნევა.
temo
ტოპ კომენტარი
0
08 Aug 2024, 15:38
გაგასწრებს თუ ცარიელ კარს დაანახებ და ბურთს გადაუგდებ.