უცნაური მსაჯობა ქართველების წინააღმდეგ: რა მოხდა აზერბაიჯანის თასის მატჩებში?
გუშინ, აზერბაიჯანის თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს.
"ტურანი" "კაპაზსს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა, ბაქოს "ნეფტჩიმ" კი "ზირა" 3:1 დაამარცხა.
უცნაურია მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ.
ვიდეოში ჩანს, რომ "ნეფტჩის" ქართველი მცველი საბა კვერკველია მეტოქეს საერთოდ არ ეხება, მსაჯი კი პენალტს ნიშნავს.
თავის მხრივ, "კაპაზის" ქართველი შემტევის მათე კვირკვიას წინააღმდეგ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და მისვლიდან მალევე გუნდის ლიდერად იქცა, საჯარიმოში წესები ირღვევა, როცა მცველი არასპორტული ილეთით სახეში არტყამს, თუმცა მსაჯმა ამ შემთხვევაში წითელი ბარათი კი არა, პენალტიც არ დანიშნა.
საბოლოოდ, "ნეფტჩი" შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, "კაპაზი" კი ასპარეზობას გამოეთიშა.