ვახტანგ სალიას წარმატებული დებიუტი — ქართველმა პირველივე მატჩში გაიტანა

ნიუკასლის ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა, ვახტანგ სალიამ ტრავმა მოირჩინა და პირველივე ოფიციალურ მატჩში თავი გამოიჩინა.
18 წლის შემტევმა ინგლისის ახალგაზრდულ პრემიერ ლიგაში ლესტერის წინააღმდეგ ითამაშა და 29-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა.
⚽️ A brilliant header from Vakhtang Salia on his PL2 debut for #NUFC’s U21s last night!
— Luke Vinton (@LukeVinton_) March 10, 2026
⚫️⚪️ pic.twitter.com/KGtjOnrpB8
ცნობისთვის, ინგლისის ახალგაზრდულ პრემიერ ლიგაში 16 ტურის შემდეგ ნიუკასლს 17 ქულა აქვს და 21-ე ადგილზე იმყოფება.

