ვაკო გვილიამ ლეგია დატოვა
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ვაკო გვილია "ლეგიასთან" ერთად ჩემპიონი გახდა.
სეზონის დასრულების შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტია.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გვილია.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველი "ლეგიას" 2019 წელს შეუერთდა, 50 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.