ვალბუენა ოლიმპიაკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ოლიმპიაკოსის" ნახევარმცველმა, მატიე ვალბუენამ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
როგორც Top Mercato იტყობინება, 36 წლის ფრანგი 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება საბერძნეთში.
მიმდინარე სეზონში ვალბუენამ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.