ავტორიზაცია

ვალდანო: "ოდეგორის საქციელი არ მომეწონა"

ვალდანო: "ოდეგორის საქციელი არ მომეწონა"
თარიღი 26 იან 2021, 14:35
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ხორხე ვალდანომ, მარტინ ოდეგორის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რატომ არ შედგა ოდეგორის ქამბექი რეალში? მას არ ეყო გამბედაობა და მოთმინება. ამის გარდა, დანიელმა ვერ გაუძლო კონკურენციას მოდრიჩსა და კროოსთან.

მაკვირვებს მისი მენტალიტეტი, რადგან მარტინი თავისი ადგილი რეალში დათმო ძალიან მარტივად, უბრძოლველად.

აქედან გამომდინარე, მის გუნდიდან წასვლის ქმედებას დადებითად ვერ შევაფასებ. იმედი მაქვს, მადრიდელთა შემტევი უფრო ძლიერი დაბრუნდება".

შეგახსენებთ, რომ 22-წლის ფლეიმეიქერი ძალიან მალე განათხოვრების წესით ლონდონის "არსენალს" შეუერთდება.