ვალენსიას ყოფილი პრეზიდენტი: რეალ მადრიდს ბევრი შავკანიანი ფეხბურთელი ჰყავს, ვინისიუსი კი ამაზრზენი ადამიანია

ვალენსიას ყოფილმა პრეზიდენტმა, პაკო როჩმა ვინისიუს ჟუნიორზე კრიტიკულად ისაუბრა.
"რეალ მადრიდს რეალ ემიგრანტს ვეძახი. მათ 8 შავკანიანი ფეხბურთელი ჰყავთ, 2 - თეთრკანიანი, ესპანელი კი - მხოლოდ ერთი: კარვახალი.
ვინისიუსი შეიძლება დიდებული ფეხბურთელია, და ასეც მგონია, მაგრამ ის ამაზრზენი ადამიანია," - ციტირებს როჩის სიტყვებს Relevo.