ვალვერდეს ბენეფისი ბერნაბეუზე — რეალმა მანჩესტერ სიტი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც რეალ მადრიდმა მანჩესტერ სიტი 3-0 გაანადგურა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს ბევრი ფეხბურთელი აკლდათ, მათ შორის, კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი, როდრიგო და კიდევ არაერთი წამყვანი მოთამაშე, ამჯერად ბერნაბეუს ბინადრებს გმირად ფედერიკო ვალვერდე მოევლინა, რომელმაც გუარდიოლას გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მომდევნო მატჩში გუნდს დიდი უპირატესობაც მოუტანა.
გოლების ავტორი: 1-0, 2-0, 3-0 ფედერიკო ვალვერდე 20', 27', 42'.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის დღის შედეგები:


