ავტორიზაცია

ვან ბასტენი: "მესი გუნდს ათი კაცით ტოვებს დაცვაში"

ვან ბასტენი: "მესი გუნდს ათი კაცით ტოვებს დაცვაში"
თარიღი 08 დეკ 2022, 02:23
ლეგენდალურმა ნიდერლანდელმა ფეხვურთელმა მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესის შეჩერების გზებზე ისაუბრა.

9 დეკემბერს ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. ლუის ვან გაალის გუნდის მთავარი მესის შეჩერება იქნება.

“თუ ჩვენ გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში მესის პერსონალურად აყვანა შეუძლია, ეს უნდა გავაკეთოთ. ისევე, როგორც იტალიამ გააკეთა მარადონასთან. 
შეიძლება ტიმბერს შეეძლოს მისი გაჩერება.

მესი გუნდთან ერთად საერთოდ არ იღებს მონაწილეობას დაცვაში, ფაქტიურად 11 კაცი ეთამაშება 10 კაცს როდესაც ბურთი გვექნება. უბრალოდ მესის არ უნდა მივაღებინოთ ბურთი და ეს საკმარისი იქნება. ",- თქვა ვან ბასტენმა.