ავტორიზაცია

ვან დეიკი: "ჩვენი შეტევების დროს, მესი სადმე მოედნის ცენტრში ისეირნებს, რაც ყველაზე სახიფათოა"

ვან დეიკი: "ჩვენი შეტევების დროს, მესი სადმე მოედნის ცენტრში ისეირნებს, რაც ყველაზე სახიფათოა"
თარიღი 07 დეკ 2022, 15:31
ნიდერლანდების ნაკრების ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, არგენტინასთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის წინ, ლეო მესისთან დაპირისპირებაზე იხუმრა.

„ჩვენი შეტევების დროს, სადმე მოედნის შუაში ისეირნებს, რაც მის წინააღმდეგ თამაშის დროს ყველაზე სახიფათო რამ არის.

დაცვის ორგანიზების კუთხით ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მუდმივად ეძებენ მას, რათა კონტრშეტევა განავითარონ." - აღნიშნა ვან დეიკმა.

მატჩი ნიდერლანდები - არგენტინა 9 დეკემბერს გაიმართება.