ავტორიზაცია

ვან დეიკი: "მოიგებს თუ არა არგენტინა მუნდიალს? ჩემთვის სულერთია, ყურებას არ ვაპირებ"

ვან დეიკი: "მოიგებს თუ არა არგენტინა მუნდიალს? ჩემთვის სულერთია, ყურებას არ ვაპირებ"
თარიღი 11 დეკ 2022, 23:04
ვირჯილ ვან დეიკს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა არგენტინის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

მეოთხედფინალში ალბისელესტემ სწორედ ვან დეიკის ნიდერლანდებს პენალტების სერიაში აჯობა და შემდეგ ეტაპზე ხორვატიას შეხვდება.

შეუძლია თუ არა არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება?

ჩემთვის სულერთია, დარჩენილი მატჩების ყურებას არ ვაპირებ.“ - აღნიშნა ნიდერლანდების კაპიტანმა.

მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს მაროკოს და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.