ავტორიზაცია

ვან დერ სარის მეუღლე: "ედვინის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება!"

ვან დერ სარის მეუღლე: "ედვინის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება!"
თარიღი 11 ივლ 2023, 23:39
ედვინ ვან დერ სარის მეუღლემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-გოლკიპერის მდგომარეობაზე ისაუბრა.

7 ივლისს „აიაქსის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინა და ის საავადმყოფოში დააწვინეს.

„ედვინი ჯერ კიდევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება.

ყოველთვის, როცა მას ვსტუმრობთ, ის ძალიან მოსაუბრეა. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და შევხედოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია სამომავლოდ.“, - აღნიშნა ანემარი ვან დერ სარმა.