ავტორიზაცია

ვან ნისტელროი: "რუსეთთან 2008 წლის მარცხის ახსნა ჩემთვის დღემდე რთულია, ვერ ვივიწყებ"

ვან ნისტელროი: "რუსეთთან 2008 წლის მარცხის ახსნა ჩემთვის დღემდე რთულია, ვერ ვივიწყებ"
თარიღი 31 მარ 2023, 23:12
რუნ ვან ნისტელროის თქმით, ევრო 2008-ს მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან ნიდერლანდების მარცხს ახსნას დღემდე ვერ უძებნის.

„ვამაყობ, რომ ნაკრებში 14 წელი ვითამაშე. ეს სტაბილურობაზე მეტყველებს. თუმცა, თუ უშუალოდ ტურნირებზე ვილაპარაკებთ, იმედგაცრუება მაქვს.

1998 წლის მუნდიალი გამოვტოვე, ევრო 2000-ზე ტრავმირებული ვიყავი, 2002 წლის მსოფლიოზე კი ვერ მოვხვდით. 2004, 2006 და 2008 წლის ტურნირებში მივიღე მონაწილეობა. 2010-ში შემეძლო ბოლოს წასვლა, მაგრამ არ წამიყვანეს.

გქონდათ თუ არა შეგრძნება, რომ რომელიმე ტურნირი თქვენი მოსაგები იყო?

ვფიქრობ, კი - ევრო 2008, როცა ჯგუფში იტალიას 3:0 და საფრანგეთს 4:1 მოვუგეთ.

ის ტურნირი უნდა მოგვეგო. რობენი, სნეიდერი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი, ვან ბრონკჰორსტი გვყავდა - ამ გუნდს მოგების შანსი ჰქონდა.

რატომ ვერ მოვიგეთ? ამის ახსნა რთულია. მეოთხედფინალში რუსეთთან დავმარცხდით და ეს დღემდე მახსენდება, რადგან ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. არაჩვეულებრივ ფორმაში ვიყავით, მსოფლიო ჩემპიონ ფრანგებს მოვუგეთ და უბრალოდ დავფრინავდით.

და უცებ ეს თამაში რუსეთთან, სადაც დამატებით დროში წავაგეთ. როგორ მოხდა? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი სვამს: რა მოხდა რუსეთთან მატჩში?

ამის ახსნა რთულია. უბრალოდ მოხდა ის, რაც ფეხბურთში ხდება ხოლმე.“, - აღნიშნა „პსვ-ს“ მწვრთნელმა.