ავტორიზაცია

"ვარჯიშებზეც აღარ აქტიურობს, მისი საქმე ძალიან რთულადაა", - ჰამბურგის მწვრთნელმა ჩაკვეტაძე გააკრიტიკა

"ვარჯიშებზეც აღარ აქტიურობს, მისი საქმე ძალიან რთულადაა", - ჰამბურგის მწვრთნელმა ჩაკვეტაძე გააკრიტიკა
თარიღი 04 May 2022, 16:31

მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე „ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უოლტერმა საქართველოს ნაკრების შემტევზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

ჩაკვე გერმანიაში გასულ ზამთარს ბელგიური „გენტიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა და თავიდან, მისით ყველა კმაყოფილი იყო. თუმცა, ქართველმა სასტარტოში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რის მიზეზებზეც მწვრთნელი ალაპარაკდა.

„ჩაკვეტაძეს დიდი მომავალი აქვს, თუმცა ის ვარჯიშებზეც კი აღარ აქტიურობს. პირდაპირ რომ ვთქვა, ის საკუთარ თავს თავადვე აზიანებს. მისგან უფრ ომეტ აქტიურობას ველოდები.

გიორგი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ვცდილობ სულ ველაპარაკო, თუმცა ყველაფერი რთულად არის. პირველ რიგში, მას თავად უნდა სურდეს ნაბიჯების წინ გადადგმა. თუმცა, ვერ გეტყვით, აქვს თუ არა მას ამის შესაძლებლობა." - აღნიშნა უოლტერმა.