ავტორიზაცია

ვეინალდუმი: "დღეს ჩვენი დღე არ იყო, ამის ახსნა მიჭირს, მაგრამ რეალობა ასეთია"

ვეინალდუმი: "დღეს ჩვენი დღე არ იყო, ამის ახსნა მიჭირს, მაგრამ რეალობა ასეთია"
თარიღი 27 Jun 2021, 22:58

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ჩეხეთთან (0:2) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"მეორე ტაიმში კარგი მომენტი გვქონდა, უნდა გაგვეტანა. წითელი ბარათის შემდეგ, ჩეხებზე ზეწოლის მოხდენა რთული გახდა, მეტოქის ნახევარზე ვერ გადავდიოდით. თუმცა, იქამდეც არ გვიჩვენებია ბევრი".

"ტურნირის წინ თამაშის ხარისხის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა და ეს შევცვალეთ. დღეს ჩვენი დღე არ იყო. ამის ახსნა მიჭირს. ძალიან რთულია, მაგრამ რეალობა ასეთია", - დასძინა "პსჟ"-ს ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალური წყვილი უკვე ცნობილია: დანია - ჩეხეთი.