ვეინალდუმისთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

"პსჟ" "ლივერპულის" ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმით ინტერესდება, იტყობინება Goal.com, Le Parisien-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ჰოლანდიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის პარიზელთა ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.
როგორც იწერება, ვეინალდუმისთვის კატალონიის "ბარსელონაც" იბრძვის.
2020/21 წლების სეზონში მერსისაიდელთა ნახევარმცველმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ვეინალდუმს "ლივერპულთან" 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.