ავტორიზაცია

ვენგერი ბრუნდება? - ფრანგ სპეციალისტს მსურველი გამოუჩნდა

ვენგერი ბრუნდება? - ფრანგ სპეციალისტს მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 26 თებ 2021, 22:51

"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი შეიძლება თურქულ "ფენერბაჰჩეს" ჩაუდგეს სათავეში, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულელთა ამჟამინდელი თავკაცი, ეროლ ბურუტი უახლოეს პერიოდში შეიძლება დაკავებული თანამდებობიდან წავიდეს.

კანდიდატებს შორის განიხილებიან "ფენერბაჰჩეს" ექს-თავკაცი, კრისტოფ დაუმი, კლუბის სპორტული დირექტორი, ემრე ბელოზოღლუ, "ბაშაქშეჰირის" ყოფილი მწვრთნელი, ოკან ბურუკი და არსენ ვენგერი.

შეგახსენებთ, იანვარში "ფენერბაჰჩეში" "არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველი, მესუთ ოზილი გადავიდა, რომელიც ვენგერთან ერთად 2013 წლიდან 2018 წლამდე სწორედ ლონდონურ კლუბში მუშაობდა.

ფრანგი სპეციალისტი "მეთოფეებს" 23 წელიწადი წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში ვენგერმა პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის თასი და სუპერთასი კი 7-7-ჯერ მოიგო, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც 2006 წელს "ბარსელონასთან" (1:2) დამარცხდა.