ვენგერი: "მბაპეს არსენალში უფასოდ გადასვლა შეეძლო, მასთან სახლში ვიყავი"

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "მეთოფეებს" "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს შეძენა შეეძლოთ, როცა ეს უკანასკნელი "მონაკოს" ღირსებას იცავდა.
"მასთან სახლში ვიყავი, როცა იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაახანგრძლივებდა თუ არა "მონაკოსთან" კონტრაქტს. "არსენალში" უფასოდ გადასვლა შეეძლო", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს beIN Sports.
"ვფიქრობ, ყველა კლუბი სავსეა ასეთი ისტორიებით. "მილანში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "არსენალში", "ჩელსიში" - ყველგან ასეთი ამბებია", - დასძინა ვენგერმა.
მოგეხსენებათ, მბაპე 2017 წელს "მონაკოდან" "პსჟ"-ში იჯარის წესით გადავიდა, კონტრაქტის შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.